ყვარელში ავარიას 25 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდნენ გარდაცვლილი ქალის ქმარი და შვილი.
Sputnik
თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 25 წლის ქალი გარდაიცვალა.
შემთხვევა სოფე შილდასთან გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომლითავ ცოლ-ქმარი მცირეწლოვან შვილთან ერთად გადაადგილდებოდა, ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მამა-შვილი კი მძიმედ დაშავდა, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.