COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები - 24 აპრილი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელებულია 1.635.791 ადამიანი, ჩატარებულია 2.877.150 აცრა, ერთ დღეში აცრილია 98 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 92-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.654.255-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.635.791 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 241), გარდაიცვალა – 16.800 (ბოლო დღე-ღამეში – 3). სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება 334 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 6.708 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5.261, PCR–ტესტით – 1.447.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,37%, ბოლო 14 დღის – 1,2%, ბოლო 7 დღის – 1,15%.
სულ ჩატარებულია 2.877.150 აცრა, ერთ დღეში აცრილია 98 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.