თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. თბილისის პოლიციამ იდუმალი გრაფიტის ავტორი იპოვა, იუწყება „პირველი არხი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათის განმავლობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
თბილისის ქუჩებში გამოჩენილმა გრაფიტიმ კატის თავის გამოსახულებით და ამოუცნობი წარწერით დედაქალაქის მცხოვრებლები შეაშინა და მრავალი „შეთქმულების თეორია“ გააჩინა.
შსს-ს ცნობით, პოლიციამ გრაფიტის ავტორს ჯარიმა გამოუწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, ვინაიდან მისი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა.
ამისთან, ქართულმა მედიამ გაარკვია, რომ იდუმალი ნახატების ავტორს, რომელიც ერთ-ერთ რესტორანში მზარეულად მუშაობს, ჰყავს კატა სახელად „შიშა“ და სწორედ მას გამოსახავდა ის სიმბოლურად თავის გრაფიტიში. ნახატს ახლდა რუსულენოვანი წარწერა „შიშა“.
ნახატების ავტორის გარდა პოლიციის თანამშრომლებმა იპოვეს არასრულწლოვანიც, რომელმაც თბილისის ქუჩებში წარწერები საღებავებით გააფერადა.