საქართველო და ნიდერლანდები დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს აღნიშნავენ

საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 22 აპრილს დამყარდა.
Sputnik
თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. საქართველო და ნიდერლანდების სამეფო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს აღნიშნავენ.
ამასთან დაკავშირებით ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„დღეს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის 30 წელი შესრულდა. ჰოლანდიურ-ქართული ურთიერთობა ძლიერია და ვაფასებთ ჩვენს მჭიდრო კავშირებს. ველოდებით ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 22 აპრილს დამყარდა. ორმხრივი ურთიერთობა ქვეყნებს შორის აქტიურად ვითარდება. საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის გაფორმებულია შვიდი შეთანხმება ეკონომიკის, ტრანსპორტის, ფინანსებისა და თავდაცვის სფეროებში.