თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი - ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) - საქართველოში, მცირე და საშუალო ბიზნესს დაეხმარება, დაწერა ბანკის პრეზიდენტმა ვერნერ ჰოიერმა.
„მზად ვართ, საქართველოს მხარდასაჭერად, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გასაძლიერებლად და ქვეყნის რეგიონებში ინვესტიციების გასაზრდელად”, - დაწერა ვერნერ ჰოიერმა.
ევროპის საინვეტიციო ბანკმა საქართველოში 2007 წლიდან განახორციელა 1,85 მლრდ ევრომდე ინვესტიცი. ბანკი აფინანსებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესსა და „მწვანე ეკონომიკას“.