ცომისთვის საფუარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
160 გრამი რძე,
15 გრამი ფხვიერი საფუარი,
200 გრამი ფქვილი.
მოზილეთ ამ ინგრედიენტებით ცომი და დადგით 45 წუთით ოთახის ტემპერატურაზე ასაფუებლად.
პასკის ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
500 გრამი ფქვილი,
500 გრამი შაქარი,
2 ჩ/კ მარილი,
1 ლიმონის ცედრა,
6 ცალი მთლიანი კვერცხი,
4 ცალი კვერცხის გული,
200 გრამი დარბილებული კარაქი,
200 გრამი ქიშმიში,
¼ ჩ/კ ჯავზი (მუსკატის კაკალი),
½ ჩ/კ ილი (კარდამონი).
მოზილეთ ცომი ფქვილით, მარილით, შაქრით, ლიმონის ცედრით. ნელ-ნელა დაამატეთ კვერცხი (ოთახის ტემპერატურის).
შემდეგ მასაში ჩაუშვით ცომის ხაში მთლიანად. თქვიფეთ 2 წუთი, რომ გლუტენი განვითარდეს და ცომი იყოს წელვადი.
დაამატეთ დარბილებული კარაქი, ქიშმიში, ჯავზი და ილი და დადგით თბილ ადგილზე 30 წუთი.
აფუებული ცომი მოათავსეთ ფორმებში ისე, რომ შეავსოს ფორმის 1/3. დადგით ასაფუებლად 2 საათით, შემდეგ კი შედგით გახურებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში.
ბოლოს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი და ნიგოზი სურვილისამებრ.
გემრიელად მიირთვით!