გლდანში ავარიის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
Sputnik
თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. თბილისში, გლდანის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ავტოსაგზაო შემთხვევა შეშელიძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე რჩებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
წყარო - „რუსთავი2“.