გარყვნილი ქმედება მოსწავლეების მიმართ: რუსთავში მასწავლებელი დააკავეს

Sputnik
თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში არასრუწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით პედაგოგი დააკავეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
არსებული ცნობით, სკოლის ხუთამდე მოსწავლე აცხადებს, რომ მასწავლებელი მათ ხელით, ეხებოდა სხეულის სხვადასხვა ადგილზე.
აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია სკოლის ხელმძღვანელობა. თუმცა, პედაგოგების ნაწილი აცხადებს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და მოსწავლეების ბრალდება წარმოუდგენლად მიაჩნიათ.
წაყენებულ ბრალდებას უარყოფს დაკავებული მასწავლებელიც.
მოსამართლემ დაკავებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. მიმდინარეობს გამოძიება.