რუსთაველის თეატრში მსახიობ ნიკოლოზ ქაცარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

ნიკოლოზ ქაცარიძე 43 წლისა გარდაიცვალა. მას პოპულარობა მოუტანა როლებმა ტელესერიალებში „შუა ქალაქში“ და „ჩემი ცოლის დაქალები“.
Sputnik
თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის აკადემიური თეატრის დიდ სცენაზე 12 მაისს მსახიობ ნიკოლოზ ქაცარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
საღამოს მონაწილე იქნებიან ვალერიანო (ნუგზარ) გამგებელი, მაყვალა ასპანიძე, ირინე რატიანი, კონცერტმაისტერი ნათია ქავთარაძე, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი, გუნდი „ბასიანი“.
კონცერტში ასევე მიიღებენ მონაწილეობას თეატრის მსახიობები მანანა აბრამიშვილი, გოგა ბარბაქაძე, პაატა გულიაშვილი, ედმონდ მინაშვილი, ია სუხიტაშვილი, ლევან ხურცია.
ნიკოლოზ ქაცარიძე 2022 წლის იანვარში 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან რუსთაველის თეატრის სცენაზე არაერთი როლი განასახიერა. მაყურებელს ის განსაკუთრებით დაამახსოვრდა ტელესერიალებიდან „შუა ქალაქში“ და „ჩემი ცოლის დაქალები“.
ნიკა ქაცარიძე 1978 წლის 29 ნოემბერს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2005 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო.