როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ჟორჟინა როდრიგესის რთული მშობიარობის შემდეგ მან და მისმა საქმრომ კრიშტიანუ რონალდუმ ახალშობილი ვაჟი დაკარგეს. სულ ცოტა ხნის წინ კი ვარსკვლავურმა ოჯახმა ტყუპისცალი გოგონა გამოაჩინა.
ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში უახლესი ფოტო გაავრცელა. დედა და ახალშობილი გოგონა თავს კარგად გრძნობენ.
„სახლი, საყვარელი სახლი. ჟორჟინა და ჩვენი პატარა გოგონა უკვე ჩვენთან არიან. ჩვენ გვსურს ყველას მადლობა გადავუხადოთ გვერდში დგომისთვის. დრო დადგა, სიცოცხლის მადლიერები ვიყოთ, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ შევეგებეთ“, – ნათქვამია პოსტში.