COVID-19 - ბოლო ცნობები

თბილისის შემდეგ იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 161-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.654.076-ს მიაღწია.
Sputnik
თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 161 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 86 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი – 20, კახეთი – 13, ქვემო ქართლი – 9, აჭარა – 9, გურია – 8, შიდა ქართლი – 7, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 3, მცხეთა-მთიანეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 301 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.635.291-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 1 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 16.795-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 1.964 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 335 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 185, იმერეთში – 87, აჭარაში – 12.
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 73 პირი, მათ შორის, თბილისში – 48, იმერეთში – 9, აჭარაში – 6.
1.629 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 161-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.654.076-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.