ყვითელი ამბები

ჯარიმა 138.793 დოლარი - უახლესი დეტალები ალეკ ბოლდუინის საქმეზე

Sputnik
ალეკ ბოლდუინის საქმეზე ახალი დეტალები გამოიკვეთა. ნიუ-მექსიკოს შტატმა საპროდიუსერო კომპანია Rust Production LLC-ს 138.793 დოლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
აღსანიშნავია, რომ ეს ნიუ-მექსიკოს მთავრობის კანონით მაქსიმალური ჯარიმაა. „საპროდიუსერო კომპანიას რომ გაეთვალისწინებინა არსებული უსაფრთხოების ნორმები, არ მოხდებოდა გასროლა, რომელსაც ოპერატორ გალინა ჰატჩინსის გარდაცვალება მოჰყვა. მივიღეთ გადაწყვეტილება – მაქსიმალური ოდენობით დავაჯარიმოთ საპროდიუსერო კომპანია“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.