მარტვილში 13 წლის გოგონას ეძებენ

გოგონა გუშინ სახლიდან სკოლაში დილით წავიდა, მაგრამ მას მერე ის არავის უნახავს.
Sputnik
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. მარტვილში, ე.წ. ქვაითის დასახლებაში 13 წლის გოგონა გაუჩინარდა, მას უკვე ორი დღეა ეძებენ, იუწყება ადგილობრივი მასმედია.
გოგონას მშობლების თქმით, ის სახლიდან ოთხშაბათს, დილით სკოლაში წავიდა, მაგრამ ის იქ არავის უნახავს.
გოგონას ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მასწავლებლებმა მშობლებს შეატყობინეს, რომ მოსწავლე სკოლაში არ გამოცხადებულა. მოზარდს გამორთული აქვს მობილური ტელეფონიც.
ამ დროისათვის სხვა დეტალები უცნობია.
პოლიციამ გამოძიება დაიწყო სსკ-ის მუხლით „თავისუფლების უკანონო აღკვეთა".