ყვითელი ამბები

„ეკლესიის გუმბათზე დავინახე...“ - მაკა ზამბახიძე სასწაულის მომსწრე გახდა

მომღერალ მაკა ზამბახიძეს სასწაული შეემთხვა.
Sputnik
მომღერალი მაკა ზამბახიძე ჟურნალ „გზასთან“ ისრაელში გატარებული აღდგომის დღესასწაულისა და იმ სასწაულის შესახებ ჰყვება, რომლის მომსწრეც თავად გახდა.
მომღერალი ამბობს, რომ ეს ძალიან ამაღელვებელი იყო, რადგან ცეცხლის გარდამოსვლას დაესწრო.

„ჩემ მოძღვართან, მამა გურამ გურამიშვილთან ერთად ვიყავი ტურის ფარგლებში, როგორც იგეგმება, გავიარეთ ქრისტეს გზა. მიჭირს სიტყვებით გადმოცემა, დაუვიწყარი განცდა იყო. ცეცხლის გარდამოსვლის დღეს ეკლესიის გუმბათზე დავინახე, რომ წმინდა სამების ხატი იყო გამოსახული. ვიდექი ტაძარში და ცეცხლის გარდამოსვლამდე ამას მკაფიოდ ვხედავდი. ცეცხლი გადმოვიდა თუ არა, გაქრა“, – იხსენებს მომღერალი.