ფრანგული ჯგუფი L'Impératrice საქართველოში კონცერტს გამართავს

ფრანგული ბენდი საქართველოს ახალი ალბომის Tako Tsubo მხარდამჭერი ტურის ფარგლებში ეწვევა.
Sputnik
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. ცნობილი ფრანგული დისკო-პოპ ჯგუფი L'Impératrice 15 აგვისტოს შეკვეთილში, Black Sea Arenа-ს სცენაზე კონცერტს გამართავს, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ფრანგი შემსრულებლები გამოვლენ ღია სივრცეში – Black Sea Arena-ს ექსპერიმენტულ ტერიტორიაზე Front Stage.
ჯგუფი 2012 წელს დაარსდა. მის მუსიკაში შერწყმულია თანამედროვე დისკო და ფრანგული პოპ-მუსიკა.
L'Impératrice-ში ექვსი წევრია. ცხრა წლის განმავლობაში ჯგუფმა ჩაწერა ორი ალბომი და რამდენიმე მინიფირფიტა
მათი ბოლო ნამუშევარი, ალბომი Tako Tsubo 2021 წელს გამოვიდა. ფრანგული ბენდი საქართველოს სწორედ ამ ალბომის მხარდამჭერი ტურის ფარგლებში ეწვევა.
კონცერტის ბილეთების შეძენა ონლაინ 2 მაისიდან იქნება შესაძლებელი.