მომღერალი გია სურამელაშვილი ჟურნალისტ გურამ არუთინაშვილს დაუპირისპირდა. ფაქტის ამსახველი ვიდეო თავად გურამმა გაავრცელა და მან სოციალური ქსელები მოიცვა.
როგორც ვიდეოში ჩანს, ბენზინგასამართ სადგურზე მანქანაში მყოფ გია სურამელაშვილს არ ესიამოვნა გურამის მოულოდნელი მიჭრა და კითხვები მის პირად ცხოვრებაზე.
„რა დროს ყოფილია, ბიჭო! გაეთრიე აქედან!“ – ისმის გია სურამელაშვილის სიტყვები ვიდეოში, სადაც გურამი ამბობს, რომ გიამ მასზე ფიზიკურად იძალადა.