დონბასში რუსული ჯარის შეტევა ინტენსიური საავიაციო, სარაკეტო და საარტილერიო დარტყმების ფონზე მიმდინარეობს – ერთდროულად ფრონტსა და ოპერატიული ზურგის სიღრმეში, უკრაინის შეიარაღებული ძალების იარაღის საწყობებისა და ცოცხალი ძალის რეზერვების ჩათვლით.
დამკვირვებლები დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე 18 აპრილიდან აფიქსირებენ მოკავშირე ძალების მხრიდან უკრაინის ძალების პოზიციებზე მასირებულ საარტილერიო ცეცხლს. სარაკეტო და საავიაციო დარტყმები ობიექტებზე, ტექნიკასა და რეზერვებზე ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, კიევის, ლვოვის ოლქების ტერიტორიებზე ოპერაციის მასშტაბზე მეტყველებს – დაახლოებით 500 კმ ფრონტსა და 1000 კმ სიღრმეში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 აპრილს „დონბასისთვის ბრძოლის“ დაწყებაზე განაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის აზრით, ზელენსკის განცხადებების სერიოზულად განხილვა არ შეიძლება, ვინაიდან ის გამუდმებით ცვლის შეხედულებას. და მაინც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა სპეცოპერაციის მეორე ეტაპის დაწყება.
დასავლელმა კურატორებმა არაერთხელ შესთავაზეს კიევის რეჟიმს დონბასიდან ჯარის ნაწილის გაყვანა „თავდაცვის მეორე რედუტზე“, რათა შეენარჩუნებინა უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა „აღმოსავლეთის ფრონტის“ ალყაში მოქცევის შემთხვევაში, მაგრამ ზელენსკიმ უარი თქვა.
უკრაინის შეიარაღებული ძალები და ეროვნული გვარდია, ეფექტური კონტაქტის შესაძლებლობის არქონის გამო, მიმართავენ რუსეთის მოსაზღვრე რეგიონების ლუგანსკისა და დონეცკის მშვიდობიან დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმის უგუნურ ტაქტიკას.
19 აპრილს, დილით უკრაინის მხრიდან საარტილერიო ჭურვებით დაცხრილეს სოფელი გოლოვჩინო ბელგოროდის ოლქში. დაშავდა სამი მცხოვრები, დაზიანდა 30-ზე მეტი სახლი. და ეს უკვე რიგით მეხუთე მსგავსი „ყურადღების გადასატანი“ დარტყმაა.
უკრაინის უშიშროების საბჭოს გენერალიტეტი სავსებით რეალურად და გამართლებულად მიიჩნევს უკრაინის შეიარაღებული ძალების ცალკეული მექანიზებული ნაწილებითა და შენაერთებით ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის ან კურსკის ოლქების დასახლებული პუნქტების მომიჯნავე სახელმწიფო საზღვრის გარღვევას.
სამხედრო თვალსაზრისით, ეს ტაქტიკა უაზროა, თუმცა დასავლეთი 30 წელი აყალიბებდა უკრაინას, როგორც „ანტირუსეთს“, სხვა ეროვნული იდეა არ არსებობს.
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ღრმად შეშფოთებულია თავდასხმებით ლვოვზე, დნეპროპეტროვსკზე, ხარკოვსა და ნიკოლაევზე, „მრავალრიცხოვანი მსხვერპლით სამოქალაქო მოსახლეობაში და ნგრევით“. მეტად შეშფოთებულია „საშინელი ჰუმანიტარული სიტუაციით ალყაში მოქცეულ მარიუპოლში“.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან გაეროს გენერალურ მდივან გუტერეშს დიდად არ აწუხებდა სამოქალაქო ომი დონბასში. ერთ-ერთ ინტერვიუში ის აცხადებდა: „არასდროს ვყოფილვარ ის, ვისით მანიპულირებასაც რომელიმე მხარე პოლიტიკური მიზნით შეძლებდა... გაეროს გენერალური მდივანი ამ თანამდებობაზე არის იმისთვის, რათა ემსახუროს მშვიდობას, პატივი სცეს წესდებას და არ იყოს ერთი მხარის ინსტრუმენტი მეორის წინააღმდეგ ბრძოლაში.“ ასეა კი სინამდვილეში?
სირიამ გაეროში გაგზავნა წერილი ამერიკული კოალიციის სამხედრო დანაშაულების შესახებ. უკანონო საერთაშორისო კოალიციის ძალებმა აშშ-ის თაოსნობით 2017 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე ფაქტობრივად აღგავეს პირისაგან მიწისა ქალაქი რაქა და დახოცეს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მაგრამ მსოფლიოს გუტერეშის წუხილზე არაფერი სმენია.
სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების წარმოება ძალიან დიდხანს, მიუხედავად დასავლეთის ახალი სანქციებისა.
რედაქცია შესაძლოა კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე