საქართველოში მიწისძვრა მოხდა

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 38 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
Sputnik
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ქალაქ დედოფლისწყაროდან აღმოსავლეთით 30 კილომეტრში, სოფელ ქვემო ქედიდან 3 კილომეტრში 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგები 17:37 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 38 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
წყარო - სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.