ყვითელი ამბები

მაია ასათიანს ულამაზესი დები ჰყავს - ტელეწამყვანი ფოტოს აქვეყნებს

მაია ასათიანის დედას მეორე ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს.
Sputnik
ტელეწამყვან მაია ასათიანს ორი და ჰყავს - ვერონიკა და ნანა. ვერონიკა კალანდარიშვილს თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და საზოგადოებას ის ახსოვს გა­ნახ­ლე­ბული სერიალიდან „შუა ქა­ლაქ­ში“, სადაც პრან­ჭია და ამ სე­რი­ა­ლის ერთ-ერთ გმირ­ზე შეყ­ვა­რე­ბულ ნუ­ცას თა­მა­შობდა.
რაც შეეხება ნანას, ის იშვიათად ჩანს მაია ასათიანის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე. მასზე მედიაში მაშინ დაიწერა, როდესაც 2018 წელს გათხოვდა და მისი ქორწილის ფოტოები გავრცელდა. ნანას გერმანელი მეუღლე ჰყავს და მის ქორწილს შოუბიზნესის უამრავი წარმომადგენელი ესწრებოდა.
ერთ-ერთ ინტერვიუში ვერონიკა ამბობდა, რომ მაია ასათიანს, რომელიც მასზე 15 წლითაა უფროსი, დეიდის ფუნქციები აქვს თავზე აღებული.