ყვითელი ამბები

„თბილისის ზღვაზე იყო თავის დასახრჩობად ასული...“ - ელენე ფოჩხუა ყოფილი ქმრის ცოლზე

Sputnik
საზოგადოებამ უკვე იცის, რომ მომღერალ ელენე ფოჩხუას მრავალწლიანი ოჯახი დაენგრა და ორი შვილით მარტო დარჩა. მას მეუღლემ სხვა ქალთან უღალატა და ახლა მასთან ცხოვრობს. როგორც ელენე „სარკესთან“ საუბრისას ამბობს, მისთვის პირველ ჯერზე ღალატი არ უნდა ეპატიებინა და ეს შეცდომა იყო.
ელენე ასევე აღნიშნავს, რომ მისი ქმრის ახლანდელი რჩეული ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მომღერლის ოჯახი დანგრეულიყო.

„როდესაც ჩემს ქმარს პირველი ღალატი ვაპატიე, იყო იმ ქალის მუქარები, რომ მას ყველაფერი დავუნგრიეთ. გვწერდა, რომ თბილისის ზღვაზე იყო თავის დასახრჩობად ასული. ყველგან ისე გამოვყავდი, რომ ოჯახს მე ვუნგრევდი. მოკლედ, რთული პერიოდი გამოვიარე. ძალიან დამამცირებელია, როდესაც აცნობიერებ, რომ ქმარმა სხვასთან გიღალატა, მაგრამ ესეც გადავიტანე. ამ დროს ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითოეული ძვალი და სხეულის თითოეული დეტალი მტკიოდა“, – ამბობს მომღერალი.