მსოფლიო დღეს

იტალიამ შესაძლოა უარი თქვას გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე: გამოცხადდა პირობა

Sputnik
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. იტალია უარს იტყვის მოსკოვის პირობის შესრულებაზე გაზის საფასურის რუბლებში გადახდასთან დაკავშირებით, თუ ევროკავშირი დაასკვნის, რომ ეს ანტირუსული სანქციების დარღვევა იქნება, იუწყება Bloomberg-ი ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით.
მანამდე, წინასწარი შეფასებისას, ევროკავშირი მივიდა დასკვნამდე, რომ კრემლის პირობები სანქციების აშკარა დარღვევაა. ახლა, წყაროს ცნობით, იტალიის მთავრობა ელოდება, როდის დაასრულებს ბრიუსელი იურიდიულ ანალიზს და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგამს ამა თუ იმ ნაბიჯს.

„იტალია უარს იტყვის მოსკოვის მიერ მოთხოვნილი გაზის გადახდის ახალი პირობების შესრულებაზე, თუ ევროკავშირი დაადგენს, რომ ეს სანქციებს არღვევს“, – იუწყება სააგენტო.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 23 მარტს გამოაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებსა და სხვა სახელმწიფოებს, რომლებმაც ანტირუსული სანქციები დააწესეს, ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდა მოუწევთ. ამის შემდეგ პუტინმა ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებას და განაცხადა, რომ რუსეთი შეუსრულებლად ჩათვლის გაზის კონტრაქტით ნაკისრ ვალდებულებებს, თუ „არამეგობრული ქვეყნები“ გაზის საფასურს 1 აპრილიდან რუბლებში არ გადაიხდიან.
რუსული ენერგომატარებლების დაკარგვა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროკავშირს, რომელიც გაზის 40%-ს რუსეთიდან იღებს. ევროკავშირი ცდილობს მოძებნოს ენერგიის ალტერნატიული წყაროები და შეამციროს მოსკოვზე დამოკიდებულება.