ახალი მაგისტრალური გაზსადენი აჭარაში გაზზე მზარდ მოთხოვნას დააკმაყოფილებს

აჭარაში გაზსადენის მშენებლობის აუცილებლობა ბუნებრივ აირზე მზარდმა მოთხოვნამ მოიტანა.
Sputnik
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. აბაშა–ქობულეთის 60-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც აღმოსავლეთი–დასავლეთის გაზსადენის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება, დასკვნით ფაზაში შევიდა, იუწყება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია.
500 მმ დიამეტრის გაზსადენს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მთავრობის დადგენილების საფუძველზე საკუთარი ხარჯებით აშენებს.

„ამჟამად გაზსადენის 53-ე კილომეტრზე, მდინარე ჩოლოქის თავზე საჰაერო გადასასვლელის მონტაჟი მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც კორპორაციაში აღნიშნეს, გაზსადენის მშენებლობის აუცილებლობა განპირობებული იყო აჭარის რეგიონის მზარდი მოთხოვნილებით ბუნებრივ აირზე. რეგიონში გაზმომარაგების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც შავი ზღვის სანაპირო ზოლის, ისე მაღალმთიანი აჭარის ეკონომიკურ განვითარებას.