აკრძალვები აზარტის წინააღმდეგ საქართველოში: ვინ ვის?

2022 წლის 1 მარტიდან საქართველოში 500-ზე მეტ ადამიანს აეკრძალა აზარტული თამაშები.
Sputnik
2021 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ონლაინ-სამორინეების აკრძალვის აუცილებლობაზე ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ეტაპობრივად მოხდება. პირველ ეტაპზე ხელისუფლებამ სათამაშო კომპანიებს გადასახადები 65-70%-ით გაუზარდა, დაწესდა ასაკობრივი შეზღუდვა 25 წლამდე, ასევე შედგა იმ პირთა ბაზა, რომლებსაც ონლაინ-სამორინეებში თამაში ეკრძალებათ.
კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ოჯახის წევრსაც შეუძლია კონკრეტულ პიროვნებას აზარტულ თამაშებზე წვდომა შეუზღუდოს. ახალი კანონი თამაშს ავტომატურად უკრძალავს 25 წლამდე პირებსა და სოციალურად დაუცველებს, პოლიტიკოსებსა და სახელმწიფო მოხელეებს.
აზარტული თამაშები ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა საქართველოში. ამ სექტორის შემოსავლები საბანკო შემოსავლებსაც კი უსწრებს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში ათამდე ონლაინ სამორინეა, 90 ტოტალიზატორი და დაახლოებით 6,4 ათასი სათამაშო აპარატი. არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოს ყოველი მეხუთე მკვიდრი აზარტულ თამაშებშია ჩართული.