აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დამატებითი შიდა ფრენები დაინიშნა

ნატახტარი–მესტიის მიმართულებით ფრენა 90 ლარი, ხოლო ნატახტარი–ამბროლაურის მიმართულებით 50 ლარი ღირს.
Sputnik
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით ოთხი რეისი დანიშნა.
რეისების განრიგი, რომელიც 21 და 28 აპრილს განხორციელდება, შემდეგია:
21 აპრილი
ნატახტარი–მესტია (13:00) მესტია–ნატახტარი (14:30);
ნატახტარი–ამბროლაური (16:30), ამბროლაური–ნატახტარი (17:20).
28 აპრილი
ნატახტარი–მესტია (13:00), მესტია–ნატახტარი (14:30);
ნატახტარი–ამბროლაური (16:30), ამბროლაური–ნატახტარი (17:20).
ნატახტარი–მესტიის მიმართულებით ფრენის ფასი 90 ლარი, ხოლო ნატახტარი–ამბროლაურის მიმართულებით 50 ლარი იქნება. 3 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა, ხოლო 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის 30%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებ-გვერდზე.