თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. სასამართლო ხელისუფლების ორგანოებსა და მოსახლეობას შორის უფრო ეფექტური კომუნიკაციის მიზნით საქართველოში სასამართლოების ერთიანი საინფორმაციო ქოლ-ცენტრი „1545“ ამოქმედდა, იუწყება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეს-სამსახური.
ქოლ-ცენტრების მუშაობა ხელს შეუწყობს მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებას სასამართლო სისტემის მუშაობის შესახებ. ერთიანი პლატფორმის შექმნა სასამართლოებიდან ინფორმაციის მიღებაზე მოქალაქეების მხრიდან გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებით, ერთიანი პლატფორმის შექმნის მიზანია მოქალაქეებისთვის დროული და ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება. ქოლ-ცენტრის სამსახური დაინტერესებულ პირებს დროის ეკონომიაში დაეხმარება.