ყვითელი ამბები

„მითხრა ყველაფერს დაგიჭრიო...“ - ნატო გელაშვილის უცნობი პირადი ცხოვრება

ნატო გელაშვილი პოპულარული კომპოზიტორია.
Sputnik
„რუსთავი 2“-ის გადაცემა „სხვა კითხვების“ სტუმარია კომპოზიტორი ნატო გელაშვილი და ის თავისი რთული პერიოდების შესახებ დასმულ შეკითხვებს პასუხობს.

გავრცელებულ ანონსში ნატო გელაშვილი ამბობს: „ადამიანს როცა გინდა ღრიალი ბოლო ხმაზე... გავთიშულვარ. მისი წასვლა იყო ჩემთვის მეხის გავარდნა. თვალებით დამლოცა. ჩავკოცნე და გამოვედი“. „მითხრა, ყველაფერს დაგიჭრიო. უარი ვთქვი ყველაფერზე, არ გავდიოდი არსად. სულის ამოსვლამდე მიყვარდა. ეგ არც განიხილება, ჩემს შვილებზე წინ ვერავინ დადგება“, – ამბობს კომპოზიტორი.

კომპოზიტორი 24 წლის ასაკში გათხოვდა და რამდენიმე წლის წინ ოჯახი დაენგრა. ქორწინებიდან ორი ზრდასრული ვაჟი ჰყავს.