ყვითელი ამბები

კოცნა სცენაზე და დაუვიწყარი ემოციები - პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დაბრუნდნენ

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი საზოგადოებაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამოჩდნენ.
Sputnik
15 აპრილს პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ნიდერლანდში იმყოფებოდნენ, სადაც „დაუმარცხებელთა თამაშების“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. ეს არის საბრძოლო მოქმედებების დროს დაშავებული ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების სპორტული ოლიმპიადა.
პრინცი ჰარი ამ თამაშების დამაარსებელია და მის პატრონაჟს ეწეოდა, თუმცა სამეფო ვალდებულებებისგან ჩამოშორების შემდეგ ეს მისია დაკარგა. ამჯერად ეს იყო ჰარისა და მეგანის პირველი ოფიციალურ გამოსვლა მას შემდეგ, რაც მათ სამეფო ოჯახი დატოვეს.
ყვითელი ამბები
დიდი შერიგება - პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დედოფალს საიდუმლოდ შეხვდნენ
მასმედიამ ამ ფაქტს მეგანისა და ჰარის დაბრუნება უწოდა. სასექსის ჰერცოგების ვიზიტი სავსე იყო ემოციებით. მეგანი ღონისძიების ოფიციალურ გახსნაზე ბრწყინავდა „ხატიეს“ ბრენდის ულამაზეს ზედასა და კლასიკურ შავ შარვალში.
მეუღლეებმა მონაწილეებს სცენიდან მიმართეს და შემდეგ ერთმანეთს საჯაროდ აკოცეს. ამავე დღეს მეგანი პირველ თამაშზეც გამოჩნდა, სადაც ბრწყინავდა „ვალენტინოს“ ულამაზეს თეთრ ორეულში.