თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი უკრაინიდან თბილისში დაბრუნდა, ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე არმია 24 თებერვალს შეიყვანა. საბრძოლო მოქმედებების დაწყების დღიდან უკრაინაში საქართველოდან მოხალისეები გაემგზავრნენ. საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა მათი გამგზავრების ორგანიზებაზე, მაგრამ მათ დამოუკიდებელ გამგზავრებასაც არ უშლის ხელს.
„ერთი თვის მერე ვბრუნდები ლევანთან (პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი - რედ.) ერთად საქართველოში“, – დაწერა ელისაშვილმა.
პოლიტიკოსის თქმით, როგორც კი ამის საჭიროება იქნება, ის კვლავ დაბრუნდება უკრაინაში, რათა მოხალისეების რიგებში ჩადგეს.
ელისაშვილი კიევში 13 მარტს გაემგზავრა.
გასულ კვირაში უკრაინაში საპარლამენტო დელეგაცია სპიკერ შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა. დელეგაციაში ცხრა ადამიანი შედიოდა, ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატის ჩათვლით. მათ შორის იყო „მოქალაქეების" ლიდერი ლევან იოსელიანი.