თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. სინოპტიკოსები 19 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 21 აპრილამდე საქართველოში ხანმოკლე წვიმებსა და ელჭექს პროგნოზირებენ, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პრეს-რელიზში.
მეტეოროლოგები დროგამოშვებით ძლიერ ქარს ვარაუდობენ. შავის ზღვის სანაპიროზე 18 აპრილს, საღამოს ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
ნალექმა შეიძლება საქართველოს მდინარეებში წყლის დონის მატება გამოიწვიოს. მაღალმთიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების გააქტიურება და ზვავების ფორმირება.