ყვითელი ამბები

„ბევრჯერ შეშლია...“ - სალომე ჭაჭუა ირლანდიელ მეწყვილეზე საუბრობს

სალომე ჭაჭუა ირლანდიელ მეწყვილეზე საუბრობს.
Sputnik
სალომე ჭაჭუა ირლანდიური „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალში გავიდა. მისი მეწყვილე 27 წლის მორაგბე ჯორდან კონროი იყო. ქართველი მოცეკვავე თითქმის ხუთთვიანი ცხოვრების შემდეგ ირლანდიიდან სამშობლოში დაბრუნდა და „ღამის შოუში“ სტუმრად მივიდა.
ყვითელი ამბები
სალომე ჭაჭუას ირლანდიელი მეწყვილე მოცეკვავის მოხიბვლას ცდილობს – სახალისო ვიდეო
ცეცხლოვანი მოცეკვავე, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც საოცარ ფორმაშია. იუმორისტულ შოუში სტუმრობას მორაგბე მეწყვილეზე ხუმრობის გარეშე არ ჩაუვლია. გიორგი გაბუნია მოცეკვავეს გაეხუმრა, ხომ არ ჰქონდა ჩვევა შემორჩენილი მორაგბეს, რომ აიტაცებდა და გარბოდა ლელოს დასადებად.
სალომე ჭაჭუა ამაზე წამყვანს დაეთანხმა: „კი, ძალიან ხშირად და სულ ამაზე გვქონდა საუბარი, რომ „იცი რა, მე არ ვარ მორაგბე“, ბევრჯერ შეშლია, „მეთქი, აი, ბურთი არ ვარ“, – უპასუხა გაბუნიას ჭაჭუამ.