ყვითელი ამბები

„ძალიან დიდი დრო დავკარგე არაფრის გამო“ - რატი დურგლიშვილი სიყვარულზე საუბრობს

მომღერლის პირადი ცხოვრება მუდამ გასაიდუმლოებულია.
Sputnik
მომღერალი რატი დურგლიშვილი გადაცემა „სთორის“ სტუმრობდა, სადაც მან სხვა თემებთან ერთად პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა და ძველი სიყვარული გაიხსენა.

„მინდოდა ამომეხსნა რა არის სიყვარული, მაგრამ ვერ ამოვხსენი. შეყვარებული ვიყავი, კატასტროფულად და აღარ მინდა. ძალიან დიდი დრო დავკარგე არაფრის გამო. ვფიქრობ, რომ სიყვარულს ორი უკიდურესობა აქვს: ხარ ბედნიერი და ხანაც უბედური. შემდეგ ხვდები, რომ ყოფით სცენებში იღებ მონაწილეობას და შენთვის ძვირფასი დრო გადის. მერე, განშორების მომენტი რომ დგება, დაკარგულ დროს ვერ იბრუნებ, ის ადამიანი უცხო ხდება, უკვე აღარ გიყვარს, არც მეგობარი არ არის“, – აღიარა მომღერალმა.

მისი თქმით, ზუსტად იმ პერიოდში დაიწყო მისი არაპროდუქტიული ცხოვრება – არ ხატავდა და აღარც მღეროდა.
„ხელოვან ადამიანებს ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება გვაქვს სიყვარულთან. ძალიან სენსიტიური ვარ, სხვანაირად გამოვხატავდი სიყვარულს. ალბათ ვერასოდეს ვერავისთან თანაცხოვრებას ვერ შევეგუები. ასეთი ვარ, ცოტა სხვანაირი. რასაც დღეს წარმოვადგენ, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება, ეს მავსებს და არ მაქვს პირადი ურთიერთობის დანაკლისი. ყველაზე დიდ დროს შემოქმედებას ვუთმობ. შევხვედრივარ სასურველ ადამიანს, მაგრამ ერთი, ორი ან სამი დღით. ზოგადად კი ყველაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ადამიანის ზრდილობას, კულტურას, შინაგანი ინტელექტის მქონე ადამიანებს. ამის შემდეგ უკვე გადადიხარ სხვა მახასიათებლებზე, ურთიერთობებიც ხომ ურთიერთპატივისცემით იწყება”, – თქვა რატი დურგლიშვილმა.