მსოფლიო დღეს

კრიშტიანუ რონალდუს ახალშობილი შვილი დაეღუპა

გასული წლის ოქტომბერში რონალდუმ გაამხილა, რომ მისი შეყვარებული ჯორჯინა როდრიგესი ტყუპებს ელოდებოდა.
Sputnik
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. პორტუგალიის ნაკრების და „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ თაყვანისმცემლებს ახალშობილი ვაჟის გარდაცვალების შესახებ აცნობა.
გასული წლის ოქტომბერში რონალდუმ გაამხილა, რომ მისი შეყვარებული ჯორჯინა როდრიგესი ტყუპებს ელოდებოდა.
„ღრმა მწუხარებით ვაცხადებთ, რომ ჩვენი პატარა გარდაიცვალა. ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი, რომელიც შეიძლება განიცადონ მშობლებმა. მხოლოდ ქალიშვილის დაბადება გვაძლევს ძალას, რომ ეს მომენტი იმედით და ბედნიერებით გადავფაროთ. ჩვენ გვსურს მადლობა ვუთხრათ ექიმებს და ექთნებს დახმარებისა და მზრუნველობისთვის. ჩვენ ყველანი განადგურებული ვართ ამ დანაკარგით და ვითხოვთ პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობას ამ ძალიან რთულ დროს", – ნათქვამია რონალდუს და ჯორჯინას წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
რონალდუ 37 წლისაა. ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელს და ჯორჯინა როდრიგესს პირველი ქალიშვილი 2017 წელს შეეძინათ, გოგონას ალანა მარტინა დაარქვეს. რონალდუს ასევე ჰყავს ვაჟი, კრიშტიანუ უმცროსი (დაბადებული 2010 წელს, დედის ვინაობა არ დასახელებულა) და ტყუპები ევა და მატეო, რომლებიც მათ სუროგატი დედისგან 2017 წელს შეეძინათ.