თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 74 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 42 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონია, შემდეგ კი იმერეთი.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: სამეგრელო–ზემო სვანეთი – 8, იმერეთი – 7, აჭარა – 5, კახეთი – 4, გურია – 4, მცხეთა-მთიანეთი – 2, შიდა ქართლი – 1, სამცხე-ჯავახეთი – 1.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 357 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.634.313-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 1 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 16.793-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 1.986 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 347 პაციენტი. მათ შორის, თბილისში – 191, იმერეთში – 80, აჭარაში – 19.
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 75 პირი, მათ შორის, თბილისში – 48, აჭარაში – 12, იმერეთში – 5.
1.639 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 74-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.653.118-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.