ბიოლაბორატორიების თემა: დუმის კომისია ეროვნულ პარლამენტებს მიმართავს

Sputnik
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. რუსეთის საპარლამენტო კომისია აპირებს მიმართოს იმ ქვეყნების ეროვნულ პარლამენტებს, სადაც აშშ-ის ბიოლაბორატორიებია განთავსებული, განაცხადა ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, კომისიის თანათავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩოვმა.
მანამდე სენატორმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ბიოლოგიური ლაბორატორიები, მათ შორის უკრაინაში მდებარე, საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ რუსეთს, არამედ მთელ კაცობრიობას.

„ჩვენ მივმართავთ იმ სახელმწიფოების ეროვნულ პარლამენტებს, სადაც, რუსეთის ინფორმაციით, შესაბამისი ბიოლოგიური ლაბორატორიებია განლაგებული შეერთებული შტატების დაკვეთითა და ხელმძღვანელობით“, — განაცხადა კოსაჩოვმა კომისიის სხდომაზე.

მანამდე რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე 30-ზე მეტი ბიოლაბორატორიისგან შემდგარი ქსელი ფუნქციონირებდა, საიდანაც რუსეთის „სამხედრო სპეცოპერაციის“ დაწყების შემდეგ ყველაფერი გაიტანეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ მარია ზახაროვას თქმით, უკრაინაში აშშ-ის სამხედრო ბიოლოგიური აქტივობების ფაქტებთან დაკავშირებით რუსეთი არ გამორიცხავს ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის ფარგლებში საკონსულტაციო მექანიზმის დაწყებას.