თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 74-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.653.118-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.634.313 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 357), გარდაიცვალა – 16.793 (ბოლო დღე-ღამეში – 1). სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება 347 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 4.970 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3.436, PCR–ტესტით – 1.534.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,49%, ბოლო 14 დღის – 1,44%, ბოლო 7 დღის – 1,21%.
სულ ჩატარებულია 2.872.820 აცრა, ერთ დღეში აცრილია 26 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო: stopcov.ge