საქართველოს პირველმა პირებმა კათოლიკეებსა და პროტესტანტებს აღდგომა მიულოცეს

აღდგომა საეკლესიო ლიტურგიული წლის ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი დღესასწაულია.
Sputnik
თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც 17 აპრილს ქრისტეს აღდგომას აღნიშნავენ, დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიულოცა.
ქრისტიანული კონფესიები, რომლებიც იყენებენ გრიგორიანულ კალენდარს - ძირითადად კათოლიკეები და პროტესტანტები - 2022 წელს აღდგომას 17 აპრილს აღნიშნავენ. საქართველოში მათ შორისაა რომის კათოლიკური ეკლესია, ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია, სომხური სამოციქულო ეკლესია და ევანგელისტი ქრისტიანების ნაწილი.

„ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ იესო ქრისტეს აღდგომას, გილოცავთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების ზეიმს! მაცხოვრის მკვდრეთით აღდგენის სიხარულს მშვიდობა, სიკეთე და სათნოება მოეტანოს ომით, ბოროტებითა და ტკივილით დაღლილი დედამიწისთვის!“ - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალური ქსელში.

მორწმუნეებს ბზობა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც მიულოცა.
„ქრისტიანული სამყაროსათვის ამ უდიდეს დღესასწაულს – ქრისტეს აღდგომას ვულოცავ რომის კათოლიკური ეკლესიის, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიისა და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მრევლს, ყველას, ვისთვისაც ეს დღე განსაკუთრებული და ძვირფასია“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.
აღდგომა - საეკლესიო ლიტურგიული წლის უძველესი და უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც იესო ქრისტეს აღდგომას ეძღვნება.
აღდგომა იწყება პირველ კვირას პირველი სავსემთვარეობის შემდეგ, რომელიც გაზაფხულის ბუნიობას მოსდევს. მე-16 საუკუნიდან, როდესაც დასავლური ქრისტიანობა გადავიდა გრიგორიანულ კალენდარზე, ეკლესიები, რომლებიც მას იყენებენ, ჩვეულებრივ აღდგომას უფრო ადრე აღნიშნავენ, ვიდრე მართლმადიდებლები, რომლებიც მის თარიღს იულიანური კალენდრით ითვლიან. თუმცა, რამდენიმე წელიწადში ერთხელ მართლმადიდებლური აღდგომა და აღდგომა გრიგორიანული კალენდრის მიხედვით შეიძლება ერთმანეთს დაემთხვეს. 2021 წელს მართლმადიდებლებმა თავისი მთავარი დღესასწაული 2 მაისს აღნიშნეს.