თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. დღეს დილით ჩეჩნეთში, საქართველოს საზღვრიდან 10 კილომეტრში 3,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგები 08:49 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 9 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.