ითხვისის მაღაროში 30 წლის თანამშრომელი დაიღუპა

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. შემთხვევის ადგილზე მოკვლევას ატარებს ასევე სახელმწიფო შრომის ინსპექტორი და პროფკავშირები.
Sputnik
თბილისი, 17 აპრილი– Sputnik. ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ითხვისის მაღაროში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას თანამშრომელი გარდაიცვალა, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომპანიის ცნობით, გარდაცვლილი თანამშრომელი 30 წლის იყო და მას მაღაროს უბნის უფროსის თანამდებობა ეკავა.
როგორც „ჯორჯიან მანგანეზში" აღნიშნავენ, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. გარდა ამისა, შემთხვევის ადგილზე მოკვლევას ატარებს სახელმწიფო შრომის ინსპექტორი და პროფკავშირები.
„პროცესში აქტიურად არის ჩართული კომპანია და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ჩვენს ინტერესშია, გამოძიების შეუფერხებელი მუშაობა მომხდარის ობიექტური გარემოების დასადგენად“, - წერია კომპანიის გვერდზე.
„ჯორჯიან მანგანეზი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ნათქვამია განცხადებაში.