თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 115 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 59 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამცხე-ჯავახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი - 10, გურია - 9, კახეთი - 8, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 5, აჭარა - 3, შიდა ქართლი - 3. ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში არცერთი შემთხვევა არ გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 272 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.633.956-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 3 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 16.792-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 2.270 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 340 პაციენტი. მათ შორის, თბილისში – 186, იმერეთში -77, აჭარაში - 19.
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 75 პირი, მათ შორის, თბილისში - 48, აჭარაში - 12, იმერეთში - 5 .
1.930 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 115-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.653.044-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.