თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 115-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.653.044-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.633.956 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 272), გარდაიცვალა – 16.792 (ბოლო დღე-ღამეში – 3). სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება 340 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 8.018 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6.289, PCR–ტესტით – 1.729.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,43%, ბოლო 14 დღის – 1,49%, ბოლო 7 დღის – 1,23%.
სულ ჩატარებულია 2.872.771 აცრა, ერთ დღეში აცრილია 424 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო: stopcov.ge