თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი მარშრუტები ამუშავდა

ამოქმედა ავტობუსის 7 და მიკროავტობუსის 10 ახალი მარშრუტის
Sputnik
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. დღეიდან თბილისში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები ამოქმედდა.
მომატებული მგზავრთნაკადისა და სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილების გასაუმჯობესებლად ავტობუსის 7 და მიკროავტობუსის 10 ახალი მარშრუტის ამოქმედა.
ამასთან, გარკვეული ცვლილებები ხორციელდება უკვე არსებულ მარშრუტებზე. კერძოდ, დაგრძელდება 6 მარშრუტი, ასევე 6 მარშრუტზე მოძრავი ერთეულების რაოდენობა შეიცვლება და ლოდინის ინტერვალები შემცირდება.
რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ლოდინის ინტერვალი 20 მარშრუტზე შემცირდება, ხოლო ორ მარშრუტზე, მგზავრთნაკადიდან გამომდინარე, ახალი ინტერვალები დადგინდება.
როგორც მანამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში არაერთი რეფორმა განხორციელდა. შემოყვანილია ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები. გარდა ამისა, დედაქალაქის მერია დამატებით 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შეძენას გეგმავს.