საქართველოში საცხოვრებელი ფართის ქირის ფასი გაიზარდა - კვლევის მონაცემები

ანალიტიკოსების მონაცემებით, უძრავი ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციების ზრდის მიზეზი რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან მიგრანტების შემოდინებაა.
Sputnik
თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. 2022 წლის მარტში უძრავი ქონების ქირის ფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48,4%-ით გაიზარდა, ნათქვამია TBC Capital-ის კვლევაში.
კვლევის მიხედვით, ქირის ფასების ზრდა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, მაშინ 2022 წლის თებერვალთან შედარებით ფასები 20,1%-ით გაიზარდა. ამავდროულად, ყველაზე დიდი მოთხოვნაა ბინებზე ახალაშენებულ კორპუსებში.
ყველაზე მეტად ქირა გაძვირდა თბილისის რაიონებში - დიდი დიღომი (+12,6%), მთაწმინდა (+8,4%) და საბურთალო (+8%).
ამასთან ბინების ფასები წლის განმავლობაში მარტში 2,9%-ით გაიზარდა. ხოლო თებერვალთან შედარებით - 6%-ით. გაძვირების მიზეზი უკავშირდება რყევებს სავალუტო ბაზარზე.
2022 წლის მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა 22,8%-ით გაიზარდა, თებერვალთან შედარებით კი - 18,6%-ით. მოთხოვნის მკვეთრი ზრდის მიზეზად რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან შემოსული მიგრანტების გაზრდილი რაოდენობა სახელდება.
წყარო - TBC Capital