თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. ყველისა და ჩაის გამოფენა-გაყიდვა მთაწმინდის პარკში 1 მაისს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
მთაწმინდის პარკი სტუმრებს იწვევს გამოფენაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც ადგილობრივი მწარმოებლების, ისე უცხოური კომპანიების პროდუქცია. მსურველები ადგილზე პროდუქციის დაგემოვნებას და შეძენას შეძლებენ.
გარდა ამისა, გამოფენა-გაყიდვაზე მისული ადამიანები უბრალოდ სუფთა ჰაერზე მუსიკით დატკბებიან.
ორგანიზატორები ყველა მსურველს იწვევებ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. ამისათვის საჭიროა დაკავშირება ორგანიზატორებთან ტელეფონზე: 0322492323 ან 591913939.