თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 222 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 119 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი შიდა ქართლია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი - 27, შიდა ქართლი - 15, გურია - 14, კახეთი - 14, ქვემო ქართლი - 13, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 3.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 346 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.633.684-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 1 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 16.789-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 2.430 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 342 პაციენტი. მათ შორის, თბილისში – 183, აჭარაში - 18, იმერეთში - 72.
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 76 პირი, მათ შორის, თბილისში - 46, აჭარაში - 13, იმერეთში - 7.
2.088 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 222-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.652.929-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.