COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები - 16 აპრილი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.633.684 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 346), გარდაიცვალა – 16.789 (ბოლო დღე-ღამეში – 1). სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება 342 პაციენტი.
Sputnik
თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 222-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.652.929-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.633.684 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 346), გარდაიცვალა – 16.789 (ბოლო დღე-ღამეში – 1). სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება 342 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 22.703 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20.791, PCR–ტესტით – 1.912.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 0,98%, ბოლო 14 დღის – 1,5%, ბოლო 7 დღის – 1,25%.
სულ ჩატარებულია 2.872.301 აცრა, ერთ დღეში აცრილია 1.004 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო: stopcov.ge