ავარია თბილისში: არის მსხვერპლი

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა.
Sputnik
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა გუშინ გვიან ღამით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა.
შემთხვევის დროს ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა. დაშავდა ერთი ადამიანი.
ავარიის სხვა დეტალები უცნობია.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი 2“.