დასავლეთი უკრაინაში ამზადებს პროვოკაციას ქიმიური იარაღის გამოყენებით, რათა ეს დანაშაული რუსულ ჯარს დააბრალოს, განაცხადა ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა კონსტანტინ კოსაჩოვმა. იგი დარწმუნებულია, რომ ნატოს დივერსია სჭირდება მოსკოვის გასაშავებლად ევროპელებისა და ამერიკელების თვალში და უფრო მკაცრი სანქციების დასასაბუთებლად. საფრთხე სავსებით რეალურია – ბრიუსელსა და ვაშინგტონს მსგავსი „დადგმების“ დიდი გამოცდილება აქვთ.
წითელი ხაზი
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მარტის ბოლოს დაუშვა ნატოს პირდაპირი ჩარევის შესაძლებლობა უკრაინის შეიარაღებულ კონფლიქტში, თუ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებდა. მას მხარი აუბეს ოლაფ შოლცმა და იენს სტოლტენბერგმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ მომწამლავი ქიმიური ნივთიერებების გამოყენება იქნებოდა „წითელი ხაზი“, რომელსაც დასავლეთის „მკაცრი და თანაზომიერი პასუხი“ მოჰყვებოდა. უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნას ისინი არავის დაპირებიან, რადგან შესანიშნავად ესმით, რომ მოსკოვთან პირდაპირი შეტაკება შეიძლება ბირთვულ ომში გადაიზარდოს. თუმცა „ქიმიური დადგმა“ ვაშინგტონსა და ბრიუსელს სჭირდებათ სანქციების გასამკაცრებლად და პოლიტიკურ-ეკონომიკური ზეწოლის გასაძლიერებლად.
ქიმიური და ბაქტერიული „რუკა“ ამერიკელებისა და მათი მოკავშირეებისათვის – არის საყვარელი casus belli. სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა 2003 წლის თებერვალში გაეროში გამოსვლისას წარადგინა სინჯარა „ციმბირული წყლულის ბაქტერიებით“, რის შემდეგაც აშშ ერაყში შეიჭრა. შედეგად – მასობრივი განადგურების იარაღი იქ ვერ იპოვეს. მაგრამ გაეროში პროვოკაცია ბაღდადს საშინელი ნგრევისა და ასობით ათასი დაღუპულის ფასად დაუჯდა.
სირიის გაკვეთილი
ქიმიური იარაღი კინაღამ იქცა 2013 წლის ზაფხულში სირიაში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სრულმასშტაბიანი ინტერვენციის მიზეზად. აღმოსავლეთ გუთაში აგვისტოში უცნობებმა ზარინი გააფრქვიეს. დაიღუპა 600-დან 1300-მდე ადამიანი. ამერიკელებმა მომხდარში ბაშარ ასადის მთავრობა დაადანაშაულეს და თავდაცვის ობიექტებზე სარაკეტო და საავიაციო დარტყმებით დაემუქრნენ. კრიზისის მოგვარება შესაძლებელი გახდა რუსეთის ჩარევის წყალობით. მოსკოვმა დამასკო დაარწმუნა, გაენადგურებინა საბრძოლო ქიმიის მარაგი საერთაშორისო დამკვირვებლების მეთვალყურეობით.
2017-ში სირიაში მომწამლავი ნივთიერებების ყველა ოფიციალურად დეკლარირებული მარაგი განადგურდა. თუმცა 4 აპრილს იდლიბის პროვინციაში ზარინის გამოფრქვევა მოხდა. დაიღუპა 89 ადამიანი, დაშავდა 550. საზოგადოებრივი ორგანიზაციის „თეთრი ჩაფხუტების“ წარმომადგენლებმა დასავლეთის მასმედიას აცნობეს ოთხი „უჩვეულოდ სუსტი აფეთქების“ შესახებ, რომელიც ახასიათებს საავიაციო სპეციალურ საბრძოლო მასალას. რასაკვირველია, დაადანაშაულეს ასადი.
„თეთრი ჩაფხუტების“ ჩვენებები არ შეიძლება საიმედოდ ჩაითვალოს თუნდაც იმის გამო, რომ ეს „მოხალისეები“ არ არიან საბრძოლო მომწამლავი ნივთიერებების სპეციალისტები. სამაგიეროდ არიან პროფესიონალი „პიარ“ სპეციალისტები, რომლებიც არაერთხელ გამოიჭირეს დადგმული სცენების გადაღებასა და ტყუილში.
ამის მიუხედავად, დასავლეთში არავი შეჰპარვია ეჭვი „თეთრი ჩაფხუტების“ გულწრფელობაში. ვაშინგტონი და ბრიუსელი ყოველ ჯერზე იშველიებდნენ მათ „ფეიკებს“ და აძლიერებდნენ ზეწოლას ასადის მთავრობაზე.
თანმდევი ზარალი
თუმცა უკრაინელი და ნატოელი სპეცსამსახურების არსენალში არის „ქიმიურ შეტევებზე“ უფრო მძლავრი იარაღი. რუსეთის სპეცოპერაციის დაწყებისთანავე დასავლური მედია აუდიტორიას არწმუნებს იმაში, რომ სისხლიანი რუსები განზრახ ბომბავენ საცხოვრებელ სახლებს და ხოცავენ ქუჩებში მშვიდობიან მოსახლეობას. ის ფაქტი, რომ ჭურვები სამოქალაქო ინფრასტრუქტურისკენ რეგულარულად მოფრინავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან, სრულად იგნორირებულია.
ქსელში უამრავი მტკიცებულებაა იმისა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები არტილერიას საცხოვრებელ კომპლექსებში ათავსებენ და ადგილობრივებს ევაკუაციის საშუალებას არ აძლევენ, ცოცხალ ფარად იყენებენ მათ. ნათელია, ეს მათ დასავლელმა კურატორებმა ასწავლეს.
განსაკუთრებით საჩვენებელია სურათი ბუჩიდან. 3 აპრილს ქალაქში შესულმა ბოევიკებმა უცებ აღმოაჩინეს ქუჩებში მოქალაქეების ათობით გვამი, საერთო სასაფლაოები, წამებით დახოცილი მოქალაქეების ცხედრები სარდაფებში და სხვა საშინელებები. სიმხეცეში მაშინვე რუსები დაადანაშაულეს.
თუმცა სპეციალისტებმა დაუყოვნებლივ მიუთითეს არაერთ უცნაურობაზე ბუჩის ვიდეორგოლებში, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა. პირველ რიგში, დახოცილების ცხედრები არ იყო გახრწნილი, ისინი უკრაინელი სამხედროების მისვლამდე მაქსიმუმ ორი დღით ადრე დახოცეს. მეორე, ცხედრების უმეტესობას თეთრი სახვევები ჰქონდა – ამოსაცნობი ნიშანი, რომელსაც რუსები იყენებენ. მესამე, ზოგიერთი „მიცვალებული“ ვიდეოკადრებზე ინძრევა. მეოთხე, ცხედრების უმეტესობას მსგავსი ტანსაცმელი აცვია. მეხუთე, უკრაინელი ჟურნალისტები, რომლებიც ბუჩაში 2 აპრილს იმყოფებოდნენ, არავითარ მასობრივ მკვლელობებზე არ საუბრობენ და სხვ.
ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებებმა ისტორიული საზომით სულ ახლახან გამოიყენეს ადამიანების მასობრივი სიკვდილი, როგორც „არასასურველთა“ დასჯის საბაბი. 1999 წლის იანვარში იუგოსლავიის პოლიციამ კოსოვოს სოფელ რეჩაკში რეიდი ჩაატარა და 45 ბოევიკი გაანადგურა. ევროკავშირის კომისიამ ისინი მშვიდობიან მოქალაქეებად ჩაწერა. ესეც ომის საბაბი. ნატოს 78-დღიან საჰაერო კამპანიაში დაიხოცა ათასობით ადამიანი, ქვეყანა დაინგრა.
დასავლელ პოლიტიკოსებს, სამხედროებსა და სპეცსამსახურებს თანმიმდევრული სტრატეგია აქვთ. თუ რომელიმე მანევრი, პროვოკაცია ან „ფეიკი“ ჭრის, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ მას კვლავაც გამოიყენებენ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე