ვიქტორია ნიკიფოროვა
დასავლელი სტრატეგიული მოწინააღმდეგეები ჩქარობენ რუსების გაადამიანურებას. მაგრამ შეუძლებელია რუსი ორკების არსებობა დაიჯეროს ადამიანმა, რომელსაც ერთხელ მაინც მოუსმენია რუსული მუსიკა.
ბოლო ოცი წლის განმავლობაში კოლექტიურმა დასავლეთმა საკუთარი კოლექტიური ძალისხმევით მთელი თავისი კულტურა ჩარეცხა. საავტორო ფილმები, კომიქსები, რომანები და პოეზია „გაიფლანგა“. ეკრანები და გვერდები აავსო გაუგებარმა გენდერულმა წარმონაქმნებმა, გადაგვარდა კლასიკური სიუჟეტები...
ამ ნანგრევების ფონზე თავს იწონებს რუსული კულტურა სრულყოფილი ფორმით, კეთილშობილური შინაარსით და თავხედურად გამოაქვს სააშკარაოზე ძველთაძველი წმინდა ევროპული ხელოვნების ყველა ღირსება. რუსეთი ევროპაზე მეტად ევროპელია. ამას უნდა მოევლოს. თუმცა რუსული კულტურის გაუქმებით ისინი პერსპექტივაზე მუშაობენ.
რაც შეეხება ეკონომიკას. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჟანეტ იელენმა ნოტაცია წაუკითხა ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ სავაჭრო ურთიერთობები დასავლეთთანაც და რუსეთთანაც. უპირველეს ყოვლისა, ესენი არიან ინდოეთი და ჩინეთი. მომდევნო კვირაში ვაშინგტონში დაგეგმილია სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის ეგიდით მსოფლიოს ქვეყნების ფინანსთა მინისტრების სხდომა.
ქ-ნ იელენის მოთხოვნები მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების მიმართ პოლიტიკურია – ჩინეთი, ინდოეთი, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები სასწრაფოდ უნდა შეუერთდნენ ანტირუსულ სანქციებს.
აბსურდული სიტუაციაა: 30 ტრილიონის ოდენობის ვალის მქონე ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ნოტაციებს უკითხავს ჩინეთს – მსოფლიოს პირველ ეკონომიკას – როგორ მოიქცეს და რა გააკეთოს. აშშ პლანეტის მთავარი მოვალეა, მისი მთავარი კრედიტორი კი სწორედ ჩინეთია.
თანაც სიტუაციაზე ზემოქმედების არავითარი ეკონომიკური ბერკეტები აშშ-ს არ გააჩნია. ტრილიონი დოლარი დიდი თანხაა, მაგრამ ჩინეთისთვის ის კრიტიკული არ არის. მით უმეტეს, რომ დოლარის რეკორდული ინფლაცია ისედაც თვალსა და ხელს შუა აუფასურებს მას. ეს ტრილიონი უკვე 8,5 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე ერთი წლის წინ.
ამერიკელები ამას კარგად აცნობიერებენ და იარაღით ამარაგებენ ტაივანს, რითაც აშკარად მიანიშნებენ, რომ კუნძულს ჩინეთის წინააღმდეგ განაწყობენ, ისევე, როგორც უკრაინა განაწყეს რუსეთის წინააღმდეგ. შემდეგ დააწესებენ მორიგ სანქციებს.
ამ სანქციების მიზანი და შინაარსი ათობით ქვეყნის ეკონომიკების შეჩერება და განადგურებაა.
დღეს ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, როგორ გაუძლებს რუსეთი ამ არარეალურ ზეწოლას. რუსეთს გამარჯვების და გლობალური განმათავისუფლებელი მოძრაობის სათავეში აღმოჩენის კარგი შანსი აქვს.
სწორედ ამ დროს არის საჭირო კულტურული მემკვიდრეობა. ამიტომ ებრძვის დასავლეთი რუსულ კულტურას. საფრთხეს გრძნობს. თანამედროვე გლობალური ბრძოლა ერთბაშად ყველა დონეზე იმართება – ფინანსური ტრანზაქციებიდან სატანკო ბრიგადების მანევრებამდე, ლოგისტიკიდან პოეზიამდე, ბალეტიდან კოსმოსამდე. ეს არა მხოლოდ მატერიალური, სულიერი დაპირისპირებაცაა.
რუსეთის უარი, დანებდეს, იმაში ვლინდება, რომ იგი უარს ამბობს საკუთარი თავის ღალატზე, ღირსების დაკარგვაზე.
The Guardian-ის სტატია სახელწოდებით „როგორ იქცა გინება იარაღად უკრაინელებისთვის“ აქებს „ენთუზიაზმით სავსე სულისკვეთებას“, რომლითაც უკრაინელები თავიანთ შემოქმედებას – სიმღერებსა და პლაკატებს, ვიდეოკლიპებსა და ინტერნეტ-მემებს უცენზურო გამოთქმებით ავსებენ. ერთგვარი კარგი, გამოსადეგი კულტურაა. ის, რაც ბარბაროსებს სჭირდებათ, რომლებიც ბრიტანელი ინტელექტუალების საფარქვეშ აღმოცენდნენ. თავად ინტელექტუალები კოვენტ-გარდენში „მაკნატუნაზე“ წავლენ, მათმა ქვეშევრდომმა ველურებმა კი დრო გინებასა და რუსების მისამართით სროლაში დახარჯონ. სხვა რა შეუძლიათ?
რუსეთი წარსულის არტეფაქტებისთვის კი არ იბრძვის, ის მომავლისთვის ბრძოლაში გამარჯვებას გეგმავს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე