ასევე დაჭრილია სამი ებრაელი პოლიციელი. შეტაკება ექვსი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
მასობრივი არეულობები პარასკევს, დილით დაიწყო, როდესაც ტაძრის მთაზე დილის ლოცვები აღევლინებოდა.
ებრაული მედიის ცნობით, არაბული წარმომავლობის ასობით ახალგაზრდამ და რადიკალურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ პალესტინის დროშებით მსვლელობა გამართეს იერუსალიმში. შემდეგ მათ ქვები და ფაიერები დაუშინეს გლოვის კედელთან მყოფ იუდეველებს.
ისრაელის პოლიცია ცდილობდა არეულობის მონაწილეები განერიდებინა ტაძრის მთისგან, თუმცა მათ ალ-აკსას მეჩეთში გამაგრება მოასწრეს, სადაც იპოვეს ქვები და არმატურა.
პოლიციამ მათ წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები და რეზინის ტყვიები. საბოლოოდ ტაძრის მთაზე წესრიგის დამყარება მოხერხდა.
„ჰამასმა“ და სხვა რადიკალურმა დაჯგუფებებმა პოლიციელების ქმედებები დაგმეს.