შეთანხმება დამტკიცებულია: გამშვები პუნქტები აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის

Sputnik
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაამტკიცა 2021 წლის 29 სექტემბერს ბაქოში ხელმოწერილი „შეთანხმება აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებს შორის სახელმწიფო საზღვარზე გამშვები პუნქტების შესახებ“, იტყობინება „Sputnik–აზერბაიჯანი“.
ხელშეკრულებით განისაზღვრა ექვსი გამშვები პუნქტი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის:
სარკინიგზო
„ბიოიუქ-ქასიქი“ (აზერბაიჯანი) – „გარდაბანი“ (საქართველო)
საავტომობილო
„წითელი ხიდი“ (აზერბაიჯანი) – „წითელი ხიდი“ (საქართველო);
„მაზიმგარა" (აზერბაიჯანი) – „ცოდნა“ (საქართველო);
„იპეკ იოლუ" (აზერბაიჯანი) – „აბრეშუმის გზა" (საქართველო);
„სადახლო“ (აზერბაიჯანი) – „ვახტანგისი“ (საქართველო);
„მუღანლი“ (აზერბაიჯანი) – „სამთაწყარო“ (საქართველო).
დოკუმენტის თანახმად, მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ცალკეული ოქმებით განსაზღვრავენ სასაზღვრო და საბაჟო პროცედურების გამოყენების პრინციპებს ერთობლივი საგუშაგო „იპეკ იოლუ“–„აბრეშუმის გზის“ გავლით მოძრავი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ.